22.12.2018
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, მაგრამ საინტერესო და მრავალფეროვანი მუზეუმია. მუზეუმებით შეპყრობილი ჩვენი წრის მორიგი ვიზიტი სწორედ ამ ადგილას დაიგეგმა. სასახლეში განთავსებულია ათი სამუზეუმო სივრცე, ოთხი საექსპოზიციო დარბაზი. დარბაზებში გამოფენილია მეფისნაცვლის იმდროინდელი ნივთები, სასახლის დაარსების დღიდან მიღებული ჯილდოები და საჩუქრები. ამ მუზეუმის მიმართ ინტერესს ისიც აღძრავდა, რომ აქ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის ამსახველი ექსპოზიციაცაა წარმოდგენილი. საკმაოდ საინტერესო და შინაარსიანი ინფორმაცია მივიღეთ ენაწყლიანი ახალგაზრდა გიდის წყალობით, რომელმაც სიამოვნებით გვიმასპინძლა და საფუძვლიანად დაგვათვალიერებინა მთელი სამუზეუმო სივრცეც და სასახლის შემოგარენი.
საქართველოს ისტორიისა და მხარეთმცოდნეობის წრე
Sunday, June 23, 2019
ექსკურსია მთაწმინდის პანთეონში
08.12.2018
მთაწმინდის პანთეონში სტუმრობამ წრის წევრთა სრული შემადგენლობის ინტერესი გამოიწვია. მოსწავლეები სიამოვნებით გამოეხმაურნენ ექსკურსიის იდეას. საკმაოდ დამღლელი აღმართის მიუხედავად ინტერესით დავათვალიერეთ პანთეონის ყველა კუთხე-კუნჭული. შესვენებების დროს მოვისმინეთ მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფების მომზადებული ინფორმაცია პანთეონის დაარსების და მისი ისტორიის შესახებ.

ვიზიტი თბილისის ცენტრალურ საისტორიო არქივში
30.11.2018
გამოვეხმაურეთ ინფორმაციას, რომ თბილისის საისტორიო არქივში გაიმართებოდა მე-20 საუკუნის 30-იანი წლების რეპრესირებულთა გამოფენა და ვეწვიეთ ამ გამოფენას. ყურადღებით დავათვალიერეთ არქივის საგამოფენო სივრცეში განთავსებული სტენდები, მოვისმინეთ საინტერსო ლექცია 30-იანი წლების რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ. წრის წევრებმა მიიღეს ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაცია ჩვენი უახლესი ისტორიის მძიმე და ტრაგიკული მოვლენების შესახებ.

ლაშქრობა თბილისის ბოტანიკურ ბაღში
09.11.2018
წრის წევრებს განსაკუთრებით უყვართ ღონისძიებები, რომლებიც უკავშირდება ლაშქრობას. ამ მიზნით შევიკრიბეთ და ვეწვიეთ თბილისის ბოტანიკურ ბაღს. ბოტანიკური ბაღისკენ მიმავლებმა კიდევ ერთხელ დავათვალიერეთ ძველი თბილისი, ქალაქის ამ უბანში ვიწრო ქუჩებით ავუყევით აღმართს ბოტანიკური ბაღისკენ. სიამოვნებით გავატარეთ ეს დღე გრილ , ლამაზ და სასიამოვნო გარემოში. შესვენებებისას მოვყევით ბოტანიკური ბაღის ისტორიის შესახებ. საღამოს სასიამოვნოდ დაღლილები ჩამოვუყევით ძველი თბილისის ლამაზ ქუჩებს.

ვიზიტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
12.10.2018
წრის წევრთა უმრავლესობა სიამოვნებით გამოეხმაურა ჩვენს მოწოდებას , რომ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაგვეთვალიერებინა გამოფენა. ხენლაწერთა ცენტრის ახალგაზრდა გიდმა საინტერესო ექსპოზიცია დაგვათვალიერებინა , სხვადასხვა დარბაზებში გამოფენილ ვეფხისტყაოსნისა და ქართლის ცხოვრების გამოცემების შესახებ მოგვითხრო. ბავშვები ინტერესით ისმენდნენ მონათხრობს, უსვამდნენ შეკითხვებს, იღებდნენ ფოტოებს სხვადასხვა სტენდის ფონზე.

Friday, June 21, 2019
19.10.2018
ამ დღეს წრის წევრთა შემადგენლობა საექსკურსიოდ ეწვია ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას, რომლის წიგნადი ფონდი ოთხი მილიონი ერთეულისგან შედგება და საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი ბიბლიოთეკაა. ბავშვები დიდი სიამოვნებით გაეცნენ ბიბლიოთეკაში გამოფენილ რამოდენიმე ექსპოზიციას, მათ შორის, ვეფხისტყაოსნის სხვადასხვა ენაზე გამოცემულ თარგმანებს, ექვთიმე თაყაიშვილის პირად წიგნად კოლექციას, მარტინ ლუთერის მე-16 საუკუნით დათარიღებულ წიგნს და სხვა. მოისმინეს უნიკალური ხმოვანი ჩანაწერები, რომლებიც ასევე დაცულია სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.

წრის წევრთა პირველი ორგანიზაციული შეკრება
28.09.2018
გასული წლის სასიამოვნო გამოცდილების შესაბამისად, სასწავლო წლის დასაწყისისთანავე წრის წევრები შეეცადნენ დაეჩქარებინათ პირველი შეკრება. 28 სექტემბერს შევიკრიბეთ როგორც გასული წლის წრის წევრები, ასევე ახალი შემადგენლობა. ვიმსჯელეთ პირველი სემესტრის საწრეო ღონისძიებების შესახებ. შეკრებილთ გავაცანი წრის პროგრამა, თუმცაღა, ექსპრომტად გაჩნდა ახალი იდეები, რაც შემდგომ შეემატა ჩვენს გეგმას.

Subscribe to:
Posts (Atom)