Friday, June 21, 2019

19.10.2018

ამ დღეს წრის წევრთა შემადგენლობა საექსკურსიოდ ეწვია ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას, რომლის წიგნადი ფონდი ოთხი მილიონი ერთეულისგან შედგება და საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი ბიბლიოთეკაა. ბავშვები დიდი სიამოვნებით გაეცნენ ბიბლიოთეკაში გამოფენილ რამოდენიმე ექსპოზიციას, მათ შორის, ვეფხისტყაოსნის სხვადასხვა ენაზე გამოცემულ თარგმანებს, ექვთიმე თაყაიშვილის პირად წიგნად კოლექციას, მარტინ ლუთერის მე-16 საუკუნით დათარიღებულ წიგნს და სხვა. მოისმინეს უნიკალური ხმოვანი ჩანაწერები, რომლებიც ასევე დაცულია სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.


No comments:

Post a Comment