09.11.2018
წრის წევრებს განსაკუთრებით უყვართ ღონისძიებები, რომლებიც უკავშირდება ლაშქრობას. ამ მიზნით შევიკრიბეთ და ვეწვიეთ თბილისის ბოტანიკურ ბაღს. ბოტანიკური ბაღისკენ მიმავლებმა კიდევ ერთხელ დავათვალიერეთ ძველი თბილისი, ქალაქის ამ უბანში ვიწრო ქუჩებით ავუყევით აღმართს ბოტანიკური ბაღისკენ. სიამოვნებით გავატარეთ ეს დღე გრილ , ლამაზ და სასიამოვნო გარემოში. შესვენებებისას მოვყევით ბოტანიკური ბაღის ისტორიის შესახებ. საღამოს სასიამოვნოდ დაღლილები ჩამოვუყევით ძველი თბილისის ლამაზ ქუჩებს.
No comments:
Post a Comment