22.12.2018
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, მაგრამ საინტერესო და მრავალფეროვანი მუზეუმია. მუზეუმებით შეპყრობილი ჩვენი წრის მორიგი ვიზიტი სწორედ ამ ადგილას დაიგეგმა. სასახლეში განთავსებულია ათი სამუზეუმო სივრცე, ოთხი საექსპოზიციო დარბაზი. დარბაზებში გამოფენილია მეფისნაცვლის იმდროინდელი ნივთები, სასახლის დაარსების დღიდან მიღებული ჯილდოები და საჩუქრები. ამ მუზეუმის მიმართ ინტერესს ისიც აღძრავდა, რომ აქ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის ამსახველი ექსპოზიციაცაა წარმოდგენილი. საკმაოდ საინტერესო და შინაარსიანი ინფორმაცია მივიღეთ ენაწყლიანი ახალგაზრდა გიდის წყალობით, რომელმაც სიამოვნებით გვიმასპინძლა და საფუძვლიანად დაგვათვალიერებინა მთელი სამუზეუმო სივრცეც და სასახლის შემოგარენი.
No comments:
Post a Comment