Tuesday, June 19, 2018

ლაშქრობა შავნაბადაზე


03.06.2018
ეს აქტვობა ყველაზე მხიარულად , ხალისიანად და სიამოვნებით განხორციელდა. ჩვენი მარშრუტი თბილისი-შავნაბადას მონასტერი-თბილისი იყო წრის საქმიანობის ბოლო აქტივობა, რომელშიც მოსწავლეების დიდმა ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა. (წრის არაწევრი მოსწავლეებიც წავიყვანეთ ლაშქრობაში) სოფ.თელეთამდე ვიგზავრეთ მიკროავტობუსით, შემდეგ კი ფეხით ავედით მონასტრამდე. მიუხედავად დაღლილობისა, ბავშვებმა ყურადღებით მოისმინეს ჩვენს მიერ მოთხრობილი მონასტრის ისტორია, ამ ადგილის მნიშვნელობის შესახებ საქართველოს ისტორიისთვის. (შავნაბადა და მისი შემოგარენი მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენდა კრწანისისა და საბჭოთა რუსეთ-საქართველოს ომის დროს.) დაათვალიერეს გარემო, დატკბნენ შესანიშნავი ხედებით და დაღლილობამაც გაიარა. მოგვიანებით კვლავ ფეხით გავიარეთ გზა მონასტრიდან ცენტრალურ მაგისტრალამდე, სადაც დაგვხვდა ჩვენი მიკროავტობუსი და დაგვაბრუნა სახლში.


წრის საქმიანობის შეჯამებისათვის შევადგინეთ ანკეტები მოსწავლეებისა და მათი 
მშობლებისთვის, რომელთა მეშვეობითაც განვსაზღვრავთ განვახორციელეთ თუ არა ჩვენი 
მიზანი და დავსახავთ სამომავლო გეგმებს. მითუმეტეს რომ ჩვენი აქტივობების ზოგიერთი პუნქტი ვერ განვახორციელეთ მიმდინარე საქმიანობისას და ვგეგმავთ მომავალ სასწავლო წელს. 





ოკუპაციის მუზეუმი

25.05.2018      
ჩვენი მეორე ვიზიტი ეროვნულ მუზეუმში , რომელიც ოკუპაციის მუზეუმის ექსპოზიციის მონახულებას ისახავს მიზნად, დავუკავშირეთ ისეთ დიდმნიშვნელოვან თარიღს, როგორიცაა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუბილე.

მოსწავლეები გაეცნენ საექსპოზიციო ექსპონატებს, უამრავ დოკუმენტს და ფოტოს. მოსწავლეთათვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების სიმბოლო - ტყვიებით დარცხრილული მატარებლის ვაგონი. 

ექსკურსია ძველ თბილისში



06.05.2018


დღევანდელ ექსკურსიას განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ წრის წევრები, ვინაიდან უნდა გავცნობოდით ძველი თბილისის ორ უბანს:მეტეხსა და ნარიყალას. ფეხით , ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიარეთ ორივე უბანი. მოსწავლეებმა მოისმინეს ძველი თბილისის ისტორია, სასიამოვნოდ დაიღალნენ და შთაბეჭდილებებით აივსნენ. გაჩნდა იდეების ნიაღვარი, თუ კიდევ სად უნდა წავიდეთ მომავალში და რა უნდა მოვინახულოთ ჩვენს ქალაქში.

ხელოვნების მუზეუმი და რუსთაველის თეატრის მუზეუმი


           13.04.2018
ეს დღე შალვა ამირანაშვილის სახელობის თბილისის ხელოვნების მუზეუმის და წიგნის მუზეუმის მოსანახულებლად გვქონდა დაგეგმილი, თუმცა ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის გაცნობა მრავალრიცხოვანი შემადგენლობის ჯგუფისათვის მარტივი არ აღმოჩნდა (ფონდში ერთდროულად ათ კაცზე მეტი არ დაიშვება) ამიტომ ვერ მოვახერხეთ წიგნის მუზეუმში შესვლა, სამაგიეროდ მოსწავლეები გაეცნენ ქართული ქრისტიანული კულტურის ბრწყინვალე ნიმუშებს. სახელმძღვანელოების ფურცლებზე არაერთხელ ნანახი ჯვრებისა და ხატების სხვადასხვა სარიტუალო დანიშნულების ნივთების ნახვა ძალზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

20.04.2018      
ეს ვიზიტი გეგმით არ გვქონდა გათვალისწინებული, მაგრამ მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით საკმაოდ დიდი ჯგუფი წავიყვანეთ შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მუზეუმში. ჩვენი გიდი , ქალბატონი ბელა, იმდენად საინტერესო მთხრობელი აღმოჩნდა, რომ მოსწავლეების სულგანაბულნი უსმენდნენ მთელი ექსკურსიის განმავლობაში მას. მოვისმინეთ რუსთაველის თეატრის ისტორია, დავათვალიერეთ ცალკეული სპექტაკლების დეკორაციები და მსახიობების კოსტიუმები. განსაკუთრებული სიამოვნებით დაათვალიერეს ბავშვებმა მეოცე საუკუნის ოციანი წლების თბილისის საზოგადოების საყვარელი კაფე ქიმერიონი, რომლის კედლებსაც ამშვენებს შესანიშნავი მხატვრობა.


აბრეშუმის მუზეუმში

30.03.2018



უამინდობის მიუხედავად, ჩვენი დაგეგმილი ვიზიტი აბრეშუმის მუზეუმში მაინც შედგა. მოსწავლეები გაეცნენ მეაბრეშუმეობის უძველესი და ტრადიციული დარგის ისტორიას წარმოდგენილი ექსპონატების მეშვეობით. ახალგაზრდა გიდი მარიამი დაუზარელად პასუხობდა მოსწავლეთა ზოგჯერ გაუაზრებელ შეკითხვებსაც კი , მან ხალისით დაგვათვალიერებინა მუზეუმის ყველა კუთხე-კუნჭული, განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ნიჟარების კოლექცია, რომელიც წარმოდგენილია ამავე მუზეუმში. აბრეშუმის მუზეუმიდან გამოსულები იქვე მუშტაედის სახელობის პარკსაც ვეწვიეთ, ბავშვებმა მშვენივრად იხალისეს, გაერთნენ  და ჩვენგან მოისმინეს თბილისის ამ უძველესი პარკის მოკლე ისტორია.

ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი



18.03.2018
ამ დღეს ვეწვიეთ პირველი ვიზიტის ფარგლებში ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდს. მიუხედავად იმისა,რომ მოსწავლეთა დიდი ჯგუფი პირველად არ სტუმრობდა ამ ფონდს, მაინც ინტერესითა და ყურადღებით ისმენდნენ ქალბატონი ნანას მონათხრობს, ჩვენი ქვეყნის უძველესი მატერიალური კულტურის შესანიშნავი ექსპონატების შესახებ. პოზირებდნენ ვიტრინების წინ, უღებდნენ ფოტოებს ოქრომჭედლობის შესანიშნავ ნიმუშებს.

წრის აქტივობები


31.01.2018
გავაკეთეთ განაცხადი საქართველოს ისტორიისა და მხარეთმცოდნეობის წრის ფუნქციონირების დაწყების შესახებ.
05.02-09.02 2018
სამიზნე კლასის მოსწავლეებს შორის მსურველებს გავესაუბრეთ, შევავსებინეთ განაცხადის წინასწარ  შემუშავებული ფორმა. დავადგინეთ წრის წევრთა სია.
16.02.2018
მოვაწყვეთ საერთო შეკრება წრის სამუშაო პროგრამის პრეზენტაციის მიზნით. მოვუსმინეთ მოსწავლეებს და მათი სურვილების გათვალისწინებით შევიტანეთ ცვლილებები პროგრამაში.
23.02.2018
გარკვეული ორგანიზაციული საკითხების მოგვარების შემდეგ (პირველი გასვლითი აქტივობის განხორციელება რომ გაგვეადვილებინა და სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა მოზრდილი ჯგუფის დისციპლინა გაგვეკონტროლებინა მოვძებნეთ ტრანსპორტი, შევუთანხმდით მძღოლს და ისე დავგეგმეთ მუზეუმში ვიზიტი) , გეგმის შესაბამისად , ვესტუმრეთ თბილისის ისტორიის მუზეუმს. მოსწავლეებმა დიდი ყურადღებით და ინტერესით მოუსმინეს მასპინძელს ,ქალბატონ მზიას, რომელმაც დაწვრილებით გააცნო მათ მუზეუმის ყველა დარბაზი, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ექსპოზიცია. ექსკურსიის მსვლელობისას გაიმართა კითხვა-პასუხის გაცვლა გიდსა და მოსწავლეებს შორის.