უამინდობის მიუხედავად,
ჩვენი დაგეგმილი ვიზიტი აბრეშუმის მუზეუმში მაინც შედგა. მოსწავლეები გაეცნენ მეაბრეშუმეობის
უძველესი და ტრადიციული დარგის ისტორიას წარმოდგენილი ექსპონატების მეშვეობით. ახალგაზრდა
გიდი მარიამი დაუზარელად პასუხობდა მოსწავლეთა ზოგჯერ გაუაზრებელ შეკითხვებსაც კი
, მან ხალისით დაგვათვალიერებინა მუზეუმის ყველა კუთხე-კუნჭული, განსაკუთრებით შთამბეჭდავი
იყო ნიჟარების კოლექცია, რომელიც წარმოდგენილია ამავე მუზეუმში. აბრეშუმის მუზეუმიდან
გამოსულები იქვე მუშტაედის სახელობის პარკსაც ვეწვიეთ, ბავშვებმა მშვენივრად იხალისეს,
გაერთნენ და ჩვენგან მოისმინეს თბილისის ამ
უძველესი პარკის მოკლე ისტორია.
No comments:
Post a Comment