31.01.2018
გავაკეთეთ განაცხადი
საქართველოს ისტორიისა და მხარეთმცოდნეობის წრის ფუნქციონირების დაწყების შესახებ.
05.02-09.02
2018
სამიზნე კლასის
მოსწავლეებს შორის მსურველებს გავესაუბრეთ, შევავსებინეთ განაცხადის წინასწარ შემუშავებული ფორმა. დავადგინეთ წრის წევრთა სია.
16.02.2018
მოვაწყვეთ საერთო
შეკრება წრის სამუშაო პროგრამის პრეზენტაციის მიზნით. მოვუსმინეთ მოსწავლეებს და მათი
სურვილების გათვალისწინებით შევიტანეთ ცვლილებები პროგრამაში.
23.02.2018
გარკვეული ორგანიზაციული
საკითხების მოგვარების შემდეგ (პირველი გასვლითი აქტივობის განხორციელება რომ გაგვეადვილებინა
და სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა მოზრდილი ჯგუფის დისციპლინა გაგვეკონტროლებინა მოვძებნეთ
ტრანსპორტი, შევუთანხმდით მძღოლს და ისე დავგეგმეთ მუზეუმში ვიზიტი) , გეგმის შესაბამისად
, ვესტუმრეთ თბილისის ისტორიის მუზეუმს. მოსწავლეებმა დიდი ყურადღებით და ინტერესით
მოუსმინეს მასპინძელს ,ქალბატონ მზიას, რომელმაც დაწვრილებით გააცნო მათ მუზეუმის ყველა
დარბაზი, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ექსპოზიცია. ექსკურსიის მსვლელობისას გაიმართა
კითხვა-პასუხის გაცვლა გიდსა და მოსწავლეებს შორის.
No comments:
Post a Comment