Tuesday, June 19, 2018

ხელოვნების მუზეუმი და რუსთაველის თეატრის მუზეუმი


           13.04.2018
ეს დღე შალვა ამირანაშვილის სახელობის თბილისის ხელოვნების მუზეუმის და წიგნის მუზეუმის მოსანახულებლად გვქონდა დაგეგმილი, თუმცა ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის გაცნობა მრავალრიცხოვანი შემადგენლობის ჯგუფისათვის მარტივი არ აღმოჩნდა (ფონდში ერთდროულად ათ კაცზე მეტი არ დაიშვება) ამიტომ ვერ მოვახერხეთ წიგნის მუზეუმში შესვლა, სამაგიეროდ მოსწავლეები გაეცნენ ქართული ქრისტიანული კულტურის ბრწყინვალე ნიმუშებს. სახელმძღვანელოების ფურცლებზე არაერთხელ ნანახი ჯვრებისა და ხატების სხვადასხვა სარიტუალო დანიშნულების ნივთების ნახვა ძალზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

20.04.2018      
ეს ვიზიტი გეგმით არ გვქონდა გათვალისწინებული, მაგრამ მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით საკმაოდ დიდი ჯგუფი წავიყვანეთ შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მუზეუმში. ჩვენი გიდი , ქალბატონი ბელა, იმდენად საინტერესო მთხრობელი აღმოჩნდა, რომ მოსწავლეების სულგანაბულნი უსმენდნენ მთელი ექსკურსიის განმავლობაში მას. მოვისმინეთ რუსთაველის თეატრის ისტორია, დავათვალიერეთ ცალკეული სპექტაკლების დეკორაციები და მსახიობების კოსტიუმები. განსაკუთრებული სიამოვნებით დაათვალიერეს ბავშვებმა მეოცე საუკუნის ოციანი წლების თბილისის საზოგადოების საყვარელი კაფე ქიმერიონი, რომლის კედლებსაც ამშვენებს შესანიშნავი მხატვრობა.


No comments:

Post a Comment